წელს ყველაზე განსხვავებული დაბადების დღე მქონდა. ჩემმა მეგობრებმა გადაწყვიტეს ჩემთან ერთად, ჩემი დაბადების დღე კვიპროსში აღენიშნათ. თრიფი ძალიან მალე და სპონტანურად დაიგეგმა. ძალიან მოკლე დროში უკვე ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში აღმოვჩნდით და დაიწყო ყველაზე დიდი თავგადასავალი. კვიპროსზე მანამდეც გამეგო, მაგრამ ნანახმა მოლოდინებს გადააჭარბა. ვისთვის საკმაოდ გაუმართავი და ”უპონტო” ქვეყანა, ჩემთვის ერთ-ერთ ფავორიტ ლოკაციად იქცა გართობისა და დასვენების თვალსაზრისით.
Cyprus | კვიპროსი – 2025
