"მზესუმზირები" ერთ რომანტიულ ამბავს უკავშირდება.
ზაფხულის მწველი დღე, ძალიან ბევრი ვარსკვლავით მოჭედილი ცა, მე ის და დიდ გაშლილ ველზე უამრავ მზესუმზირაში დაკარგული ჩვენ ორნი. დასუსხული ფეხებით, მაინც უფრო და უფრო ღრმად შევდიოდით მზესუმზირების ყანაში მანამ, სანამ არ დავიღალეთ. დიდი მთვარე, მიწაზე გართხმულები ვუყურებდით ცას და ვფიქრობდი, რამდენად პატარაა ფიზიკურად ადამიანი და რამდენად დიდია ჩვენი გონება რომ იგრძნო არარსებული.
სწორედ ამ დროს გაისმა პირველი ხუთი ნოტი, რომელიც შინ წამოვიღე.
