უკანასკნელი შვიდი თვის მანძილზე, რაც გერმანიაში ჩამოვედი, ჰამბურგს არ გავშორებულვარ. ყოველდღიურ სტრესთან ბრძოლა, ჩემი საუნივერსიტეტო ცხოვრება და ამას დამატებული რამდენიმე ფართ-თაიმ ჯობი (ე.წ. მინი ჯობი) კი ენერგიის იმ უკანასკნელ წვეთს მაცლიდა, რაც უნივერსიტეტს მიღმა მქონდა გადარჩენილი. ჩემი პირველი სემესტრის ბოლოს, ჩემს თავს გამოვუცხადე, დროა შემოქმედებითი საქმიანობისთვის მეთქი, (საუნივერსიტეტო, აკადემიური ცხოვრება სამწუხაროდ არც თუ ისე კრეატიული და ხელოვნებასთან დაახლოვებულია) თუმცა უკაცრავად, მალევე მივიღე გამოფენისა და სწრაფი ინტერვიუს მოწვევა ჩვენი უნივერსიტეტის ბერლინის კამპუსისგან. ჩავალაგე ჩემი ბარგი და ახალი შესაძლებლობების აღმოსაჩენად ბერლინისკენ გავეშურე.

პირველსავე სიახლეზე, ცხოვრებამ კარგი ალიყური შემომცხო. Google-ის რუკების მიერ დაგეგმილი როუთით, ფასიან მატარებელში აღმოვჩნდი, სადაც ჩემი სტუდენტური სამგზავრო ბილეთი არ ჭრიდა და 150 ევროიან ჯარიმას გამოვკარი ხელი. კიდევ კარგი, უფლება მომცეს რომ ნაწილ-ნაწილ დავფარო და თვეში 15 ევროთი შემოიფარგლენ 10 თვის განმავლობაში.

მოგვიანებით, პირველი ინტერვიუც მქონდა ერთ-ერთ სტარტაპერ კომპანიაშთან, რომელმაც სამსახური შემომთავაზა. როგორც თავად უწოდებდნენ ეს იყო ''დიდი შანსი'', მიუხედავად იმისა, რომ თავად ბერლინში არიან ლოკალიზებული და მე კიდევ ჰამბურგში ვცხოვრობ. ყოველ შემთხვევაში იქამდე, სანამ უნივერსიტეტში ვსწავლობ. პირველი ინტერვიუს შემდეგ, მალევე ჰამბურგში დავბრუნდი და მეორე Email-იც დამაწიეს, მოგვეწონე და მეორე ინტერვიუზე გადახვედიო. ხელმეორედ გავემგზავრე ბერლინში, ამჯერად სწორად დაგეგმილი სამგზავრო მარშრუტით (რომელიც როგორც წესი 2-ჯერ უფრო დიდხანს გრძელდება, რადგან რეგიონალური ტრანსპორტები (სტუდენტებისთვის უფასო) რამდენიმე გადაჯდომას მოიცავს და 2.5 საათიანი გზის 7 საათი ვიმგზავრე). მგზავრობის დროს მაცნობეს ელექტრონული ფოსტით, რომ ''ინთერნშიფი'' ანაზღაურების გარეშეა. ანუ, ფულს არ გადამიხდიდნენ და ისე უნდა მემუშავა. 2 დღე კვირაში, 7 საათი გზაში ჩასვლა, 7 საათი ჩამოსვლა, პლუს უფასოდ. მიუხედავად ჩემი ახსნა - განმარტებებისა რომ სხვა ქალაქიდან სიარულს სხვა რესურსები სჭირდება და რომ ფიზიკურად გამორიცხულია ანაზღაურების გარეშე ამხელა ენერგიისა და რესურსის გაღება, ჩაახველეს და ვერაო მიპასუხეს. ჩვენ თვითონაც სთართ-აფი ვართ და ამჟამად ანაზღაურების გარეშე ვეძებთო კადრს. უარი ვთქვი.

მიუხედავად იმისა, რომ კომპანიის წარმომადგენლები (3 ბიჭი იყო) ძალიან მომეწონა, სამწუხაროდ უარი ვთქვი ფიზიკური გამოუვალობის გამო. სასემესტრო საგნები, დავალებები ყოველ კვირას, ფართ-თაიმ ჯობი, რომელიც ჰამბურგში მაქვს, სამაგისტრო ნაშრომი და ლექციებზე ფიზიკურად სიარული ვერანაირად გამოვიდოდა 14 საათიანი გზაში ყოფნის პარალელურად. ჩემს შემოთავაზებაზე კი ანაზღაურების სანაცვლოდ მაინც რომ მეტანჯა ამდენი მათგან დამხვდა კედელი. შესაბამისად ვერ მოვგვარდით.

ჩემი ბერლინის ვოიაჟი დასრულდა 150 ევროიანი ჯარიმით (არსაიდან), და უფასო ითერნშიფის შეთავაზებით. მადლობა ღმერთს, ბერლინში ჩემი მეგობარი გიორგი ვნახე, რომელმაც 2 დღე დამიტოვა და რამდენიმე ძალიან კარგი ადგილი დამათვალიერებინა სადაც ლამაზი ფოტოები გადავიღე. კიდევ ერთი მძიმე გაკვეთილი ამ ქვეყანაში.
