
უკანასკნელი შვიდი თვის მანძილზე, რაც გერმანიაში ჩამოვედი, ჰამბურგს არ გავშორებულვარ. ყოველდღიურ სტრესთან ბრძოლა, ჩემი საუნივერსიტეტო ცხოვრება და ამას დამატებული რამდენიმე ფართ-თაიმ ჯობი (ე.წ. მინი ჯობი) კი ენერგიის იმ უკანასკნელ წვეთს მაცლიდა, რაც უნივერსიტეტს მიღმა მქონდა გადარჩენილი.
